ჟოლოს ნამცხვარი - უკეთეს დესერტზე ვერც კი იოცნებებდით!
ჟოლოს ნამცხვარი - უკეთეს დესერტზე ვერც კი იოცნებებდით!
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი


ინგრედიენტები

  • ფქვილი - 200 გ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • რძე - 100 მლ + 5 ს.კ ცომისთვის
  • ხაჭო, დაბალცხიმიანი - 125 გ
  • ჟოლო - 325 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • შაქარი - 125 გ
  • მწიკვი მარილი
  • ზეთი - 4 ს/კ
  • სახამებელი - 1 ს/კ
  • არაჟანი - 175 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
გახეხეთ ლიმონის კანი წვრილად. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, 50 გ შაქარი, მწიკვი მარილი და ლიმონის ცედრა. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაუმატეთ 5 ს.კ რძე, ზეთი, ხაჭო. კიდევ კარგად აურიეთ ყველაფერი და მოზილეთ ნაზი ცომი.
გააბრტყელეთ ცომი 28 დიამეტრზე. წაუსვით ფორმას (24 დიამეტრი სმ-ს) ზეთი, მოაყარეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გაუკეთეთ 2 სმ სიმაღლის კიდეები.
ჟოლოს მოაყარეთ სახამებელი და ფრთხილად აურიეთ. გაანაწილეთ ჟოლო ცომზე.
არაჟანი ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ კვერცხი და რძე. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხით მიღებული მასა კენკრას.
აცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი.
მზა ნამცხვარი გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.




ტეგები:
ცომი ხაჭო ჟოლო ნანახია: 3948