შოკოლადისა და ხაჭოს დესერტი ბანანით. მოამზადეთ ბავშვებთან ერთად, მოეწონებათ!
შოკოლადისა და ხაჭოს დესერტი ბანანით. მოამზადეთ ბავშვებთან ერთად, მოეწონებათ!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გ
  • ბანანი - 1,5 ცალი
  • შავი შოკოლადი - 110 გ
  • შოკოლადის ვაფლი - 2 ცალი
  • კარაქი - 60 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაფხვენით ვაფლის ბისკვიტი და შეურიეთ ხაჭოს. კარგად გაქენით ჩანგლით.
შოკოლადი დაამტვრიეთ, დაუმატეთ კარაქი და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.
დაუმატეთ შოკოლადისა და კარაქის გამდნარი მასა ხაჭოსა და ვაფლის მასას.
გაანაწილეთ მიღებული მასა გაშლილ საკვების შესაფუთ ცელოფანზე, მოათავსეთ გულში ბანანი და მიეცით ძეხვის ფორმა.
შედგით მაცივარში, ნახევარი საათით.
შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გახეხეთ 20 გ შოკოლადი წვრილ სახეხზე და ამოვლეთ "ძეხვი" მასში.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ხაჭო შოკოლადი ბანანი ნანახია: 8253