კეფირში გახსენით სოდა, გააჩერეთ 5 წუთი. გახეხეთ ლიმონი, ცედრა დაუმატეთ კეფირში, იქვე ჩაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი და აურიეთ. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კეფირის მასას. აცხვეთ ოლადები კარგად გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ძალიან მოუხდება არაჟანი ან ნებისმიერი ხილის მურაბა. გემრიელად მიირთვით!