ღვთაებრივი ტარტი თეთრი შოკოლადითა და მარწყვით
ღვთაებრივი ტარტი თეთრი შოკოლადითა და მარწყვით
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომისთვის
  • ფქვილი - 225 გ
  • კარაქი - 125 გ
  • შაქარი - 80 გ
  • კვერცხის გული - 3
  • ცივი წყალი - 1 ს.კ
  • გულსართისთვის
  • თეთრი შოკოლადი, დაჭრილი (გახეხილი) - 225 გ
  • ნაღები - 375 გ
  • კვერცხის გული - 3
  • მარწყვი - 500 გ
  • შაქრის პუდრა
მომზადების წესები
ფქვილი შაქარი და კარაქი მოვათავსოთ კომბაინში და ავურიოთ ფხვიერი მასის მიღებამდე. (ამ სამუშაოს შესრულება ხელითაც შეიძლება)

დავამატოთ კვერცხის გულები და წყალი. მოვზილოთ ცომი და შევინახოთ მაცივარში 1 სთ.

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ 26 სმ დიამეტრის ფორმაში. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მსუბუქად არ შეიფერება.

დავუწიოთ ტემპერატურას 140 გრადუსამდე და მოვამზადოთ გულსართი:

გავაცხელოთ ნაღები და ჩავადნოთ შიგ შოკოლადი. შევურიოთ კვერცხის გულები. დავასხათ ეს მასა ცომზე და ვაცხოთ კიდევ 35-40 წუთი. გულსართი უნდა შეიკრას.

მზა ტარტზე დავალაგოთ მარწყვები და მოვაყაროთ შაქრის პუდრა

ტეგები:
ნაღები შოკოლადი მარწყვი ტარტი ნანახია: 12929