კალიფორნია როლი - შეფ-მზარეულის რეცეპტით
კალიფორნია როლი - შეფ-მზარეულის რეცეპტით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ტრადიციული კალიფორნია როლი "იაკუძა სუშიბარის" შეფმზარეულ ლელა ჯინჭარაძისგან.

ინგრედიენტები

  • იაპონური ბრინჯი - 130 გ
  • ნორი
  • იაპონური მაიონეზი - (სურვილისამებრ)
  • ორაგული - ახალი, გაუყინავი
  • კიტრი
  • ავოკადო
  • ტობიკო - (მფრინავი თევზის ქვირითი)
  • ბრინჯის ძმარი
  • მარილი
  • შაქარი
მომზადების წესები
მომზადება
ბრინჯი მოვხარშოთ და შევაზავოთ ბრინჯის ძმრით, მარილითა და შაქრით. შემდეგ გავაცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავიღოთ მაკისუ, დავდოთ ზედ ნორი პრიალა ზედაპირით ქვემოთ. გავშალოთ ბრინჯი და ამოვატრიალოთ. წავუსვათ იაპონური მაიონეზი და დავალაგოთ ჩხირებად დაჭრილი კიტრი, ავოკადო და ორაგული. შემდეგ მაკისუ შევახვიოთ და მივცეთ სასურველი ფორმა (ოთხკუთხედი ან მრგვალი). მაკისუზე მიმოვაბნიოთ ტობიკო და გამზადებული როლი დავფაროთ ტობიკოთი. როლი დავჭრათ 6 ან 8 ნაჭრად, დავალაგოთ ლანგარზე. გავითვალისწინოთ, სუშის მიირთმევენ ჯანჯაფილთან, სოიის სოუსსა და ვასაბისთან ერთად.
სუშის ინგრედიენტები შედარებით ნაკლებად მოიძიება ქართულ ბაზარზე. მათ შესაძენად ჯობს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებს მივაკითხოთ.

ჟურნალი "გემრიელი" (ივლისის ნომერი)
ტეგები:
ორაგული ავოკადო სუში ნორი ნანახია: 3697