ქადა ფორთოხლის ცედრით
ქადა ფორთოხლის ცედრით
დრო 1წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • კარაქი ან მარგარინი - 250 გ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • არაყი - 1 ჩ/კ
  • ძმარი - 2 ჩ/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ზეთი - 2 ს/კ
  • ცივი წყალი - ცოტაოდენი
  • მარილი - 1/3 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • კარაქი - 100-125 გ
  • ფქვილი - 1-1,5 ჭიქა
  • ფორთოხლის ცედრა - 1 ს/კ
  • შაქარი - გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხის გული - 1 ცალი ზემოდან წასასმელად
მომზადების წესები

მომზადება
კარაქი და ფქვილი ავკეპოთ. დავუმატოთ კვერცხის გული და კიდევ ავკეპოთ. ჭიქაში ჩავასხათ ზეთი, ძმარი და არაყი, დავუმატოთ მარილი და ნახევრამდე გავავსოთ ცივი წყლით. სითხე ვასხათ კარაქისა და ფქვილის მასას და ავკეპოთ, მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, დავკეცოთ კონვერტივით და ეს პროცედურა 2-ჯერ გავიმეოროთ. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში.
კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ.
მოხალული ფქვილის მასა შევაგრილოთ, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა, მარილი და შაქარი. ცომი გავყოთ ორად, თხლად გავაბრტყელოთ, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ. წავუსვათ კვერცხის გული და დავჭრათ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.

ჟურნალი "გემრიელი"

ტეგები:
ცომი ფორთოხლის ცედრა გულსართი ნანახია: 70031