ქოქოსიანი ბურთულები შოკოლადით
ქოქოსიანი ბურთულები შოკოლადით
დრო 40წთ
ულუფა 18
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • დარბილებული კარაქი - 125 გ
  • კვერცხი 1
  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ვანილი
  • კაკაო - 1,5 ს/კ
  • გულსართისთვის:
  • ქოქოსის ფანტელი - 100 გ
  • კვერცხის ცილა - 1 ცალი
  • წყალი - 1 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • მოსართავად:
  • შავი შოკოლადი - 50 გ
  • კარაქი - 10 გ
  • ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესები
მომზადება
ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი და თანაბარი ზომის ბურთულებად დავყოთ. გულსართის ინგრედიენტები კარგად ავზილოთ და იმდენივე ბურთულა გავაკეთოთ, რამდენი ცომის ბურთულაც გვაქვს (ამ რაოდენობის ინგრედიენტებით
დაახლოებით 18 ცალი ნამცხვარი გამოდის). ცომი გავაბრტყელოთ, გულში ჩავუდოთ
ქოქოსის ბურთულა, შემდეგ ხელისგულზე დავიდოთ და ფრთხილად მოვუკრათ თავი.
ბურთულა კარგად დავამრგვალოთ და ოდნავ დავაბრტყელოთ. ნამცხვარი გამოვაცხოთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 25-30 წუთის განმავლობაში.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. მიღებული მინანქარი კარგად გაცივებულ ნამცხვარს წავუსვათ და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
ჟურნალი "გემრიელი" (ივნისის ნომერი)
ტეგები:
კაკაო ქოქოსი კანფეტი ნანახია: 6162