ჟოლოსა და ხაჭოს სწრაფი ნამცხვარი. სანამ ჩაიდანი ადუღდება, მზად არის
ჟოლოსა და ხაჭოს სწრაფი ნამცხვარი. სანამ ჩაიდანი ადუღდება, მზად არის
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი
  • ხაჭო - 500 გ
  • ჟოლო - 2 ჭიქა
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • ნაღები - 2 ს/კ
  • შაქრის პუდრა - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გაალღვეთ გაყინული ფენოვანი ცომი და გააბრტყელეთ თხლად. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე ისე, რომ კიდეები ამოწეული ქონდეს.
შედგით 200 გრადუსზე გახურებულ თუმელში 15 წუთი.
ათქვიფეთ ხაჭო შაქართან და ნაღებთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სიროფისთვის: 1 ჭიქა ჟოლოს დააყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
გამომცხვარ ფირფიტას წაუსვით ხაჭოს მასა და მოასხით ჟოლოს სიროფი, დაალაგეთ ზემოდან დარჩენილი ჟოლო და მოაყარეთ დარჩენილი შაქრის პუდრა.
გემრიელ ჩაისსმას გისურვებთ!

ტეგები:
ხაჭო ფენოვანი ცომი ჟოლო ნანახია: 17183