ქათმის სალათა "პრაღა"
ქათმის სალათა "პრაღა"
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 350 გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მდოგვი - 1 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
ქათმის ფილე, კვერცხი და სტაფილო მოხარშეთ.
დაჭერით მოგრძო პატარა ნაჭრებად ფილე და შემდეგ აძენძეთ.
სტაფილო და კიტრი დაჭერით ჩხირებად.
წვრილად დაჭერით მწვანილი.
მოხარშული კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან. ცილა დაჭერით.
მოამზადეთ სალათის მოსასხმელი: გაქენით კვერცხის გული, შეურიეთ მდოგვი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ყველა დაჭრილი ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ და მოასხით ზეითუნის ზეთისა და კვერცხის გულის მოსასხმელი. მორთეთ დაჭრილი მწვანილით.

ტეგები:
სალათა სოუსი ქათმის ხორცი ნანახია: 49126