ქამა სოკო ტკბილი წიწაკით
დრო 20წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 500 გ
  • დიდი ხახვი - 1 თავი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქინძი და კამა - გემოვნებით
  • ძმარი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადება
დაკონსერვებული (ან ცოცხალი) ქამა სოკო დავყაროთ ცხელ, ზეთდასხმულ ტაფაზე და
5-10 წთ მოვბრაწოთ. დავასხათ ცოტა წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, დავახეხოთ ნიორი და დავაჭრათ მწვანილები. შევაზავოთ მარილით და პილპილით. ეცადეთ წყალი ბოლომდე არ დაშრეს, ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.
ტეგები:
ტკბილი წიწაკა ქამა სოკო ნანახია: 2228