ხრაშუნა შუ ტრეიზელით
ხრაშუნა შუ ტრეიზელით
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
შუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, რომლის ცომის მომზადების სულ რამდენიმე რეცეპტი არსებობს. ეს რეცეპტი გამოირჩევა იმით, რომ მზა საკონდიტრო ნაწარმი უფრო არომატულია და ხრაშუნა ზედაპირი აქვს. განსხვავებული სტრუქტურის შექმნაში მას შტრეიზელი ეხმარება. კრემს რაც შეეხება – შეიძლება გამოვიყენოთ ტრადიციული მოხარშული კრემი და ასევე გათქვეფილი ნაღები.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6 ცალი
  • რძე - 200 მლ
  • წყალი - 160 მლ
  • ფქვილი - 200 გ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • კარაქი - 150 გ
  • შტრეიზელისთვის:
  • კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 0,5-1 ჭიქა
  • შაქარი - გემოვნებით
  • კრემი:
  • რძე - 3 ჭიქა
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • ფქვილი - 0,5 ჭიქა + 1 ს/კ სახამებელი
  • კარაქი - 50 გ
  • ვანილი
  • კონიაკი
მომზადების წესები
მომზადება
ქვაბში მოვათავსოთ კარაქი, რძე, წყალი, მარილი და გავაცხელოთ, როცა ადუღდება, ერთბაშად დავაყაროთ ფქვილი და ვურიოთ, სანამ ცომი ქვაბის კედლებს მიეკრობა. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი. შტრეიზელისთვის
განკუთვნილი კარაქი გავადნოთ, დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ, შევურიოთ შაქარი. ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე კოვზით ან საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ 8-10 ცალი შუ და მოვაყაროთ შტრეიზელი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. როცა გაოქროსფრდება, დავუწიოთ 160 გრადუსზე და 10 წუთი ვაცხოთ.
კრემის ინგრედიენტები გავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოვხარშოთ. ცხელსვე შევურიოთ კარაქი. გაგრილებულს დავუმატოთ ვანილი და კონიაკი. ცივი კრემი გაგრილებულ შუებში მოვათავსოთ.

ჟურნალი "გემრიელი" (ივნისის ნომერი)
ტეგები:
კრემი შუ შტრეიზელი ნანახია: 5410