მომზადება: კარგად გარეცხეთ კანიანი კარტოფილი გამდინარე წყალში, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 20-25 წუთი ღუმელში, სანამ არ დარბილდება. გამოიღეთ და მაშინვე გაჭერით შუაზე. ჩაის კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული, ისე რომ გარსი მთელი დარჩეს. ამოცლილი გული ჩაჭყლიტეთ ჩნგლით, დაუმატეთ გახეხეილი ყველი, არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვო, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით, აურიეთ და ამოავსეთ კარტოფილის ნავები. შედგით კვლავ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!