ალუბლის მარმელადი
ალუბლის მარმელადი
დრო 480წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ალუბალი, უკურკო - 250 გ
  • ჟელატინი - 20 გ
  • შაქარი - 80 გ
მომზადების წესები
ალუბალისგან გავაკეთოთ პიურე ან ავთქვიფოთ ბლენდერში.

ცოტა ცხელ წყალში (დაახლოებით 0,5 ჭიქა) გავადნოთ ჟელატინი, გავწუროთ და ჩავასხათ ალუბლის პიურეში. ჟელატინი აუცილებლად ისეთი შევარჩიოთ, რომელიც ადრეც გამოგვიყენებია და დაწმუნებული ვართ მის ხარისხში.

ოთხკუთხედ ჭურჭელში ჩავაფინოთ ცელოფანი, ჩავასხათ ალუბლის მასა დაშევდგათ მაცივარში 12 საათით.

სასურველია, ჟელე უშუალოდ სუფრაზე მიტანის დროს გადმოვიღოთ ფორმიდან: დაფაზე გადმოვაბრუნოთ ჟელეს ჭურჭელი, ავაძროთ ცელოფანი და დაჭერით სასურველ ზომაზე. ამოვავლოთ შაქარში ან ქოქოსის ფანტელში.