მომზადების წესი:თავდაპირველად მოხარშეთ ბულიონი. მოათავსეთ ქვაბი 2 ლიტრი წყლით ცეცხლზე და ჩადეთ წინასწარ ცივი წყლით კარგად გარეცხელი ხორცი. ხარშეთ 30-40 წუთი, ბოლოს ჩაუმატეთ 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი და ცოტაოდენი მარილი.სანამ ხორცი იხარშებეა, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად ჭარხალი და სტაფილო, ჩაყარეთ ბულიონში.დაჭერით კუბიკებად კარტოფილი, წვრილად კომბოსტო (ბევრი არ გინდათ, 1 პატარა ჯამი საკმარისი იქნება). ასევე დაჭერით ჩხირებად ტკბილი წიწაკა და პომიდორი.ზეთმოსხმულ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი პომიროდი, თუშეთ ცოტა ხანს, დაუმატეთ 2 ს/კ ტომატპასტა და არაჟანი, გააგრძელეთ თუშვა.ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. თან ურიეთ. ამასობაში ხორციც მოიხარშებოდა და გაცივდებოდა კიდეც. დაჭერით წვრილად, მოაცალეთ შვლები (თუკი აქვს) და ჩააბრუნეთ ბულიონში.ახლა დაუმატეთ ქვაბში დანარჩენი ინგრედიენტები: კარტოფილი, 10 წუთში კი დაჭრილი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა.სანამ ბოსტნეული ქვაბში იხარშება, მოამზადეთ საიდუმლო სანელებელი.საიდუმლო სანელებელი:დაჭერით ცოტაოდენი კამა, 2-3 კბილი ნიორი და ცოტაოდენი დამარილებული სალა წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი მსხვილი მარილი და დააბლენდერეთ.ფინალი:ახლა ყველაზე მთავარი – ბულიონის ქვაბში დაუმატეთ მარილი გემოვნებით, 1 ს/კ შაქარი, შავი და წითელი დაფქული წიწაკა.ახლა ჩაუმატეთ ტაფაზე მოხრაკული ბოსტნეული და ხარშეთ 15 წუთი.სულ ბოლოს დაუმატეთ საიდუმლო სანელებელი კამით, ნივრითა და სალით. გამორთეთ გაზი და გააჩერეთ ბორში თავდახურულ ჭურჭელში 10-15 წუთი.მიირთვით შავ, ჭვავის პურთან და არაჟანთან ერთად.