დრო
30წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ჟოლო - 700 გ
- არაყი - 6 ჭიქა
- ლიმონის წვენი - 0,25 ჭიქა
- შაქარი - 2 ჭიქა
- წყალი - 2 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გარეცხილი და გამშრალი ჟოლო მოათავსეთ ქილაში და დაასხით ლიმონის წვენი და არაყი. შეანჯღრიეთ. გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას.
მოამზადეთ შაქრის სიროფი: შაქარს დაასხით წყალი თანაბარი პროპორციებით და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
გააგრილეთ და დაუმატეთ ჟოლოს ქილებში. შეანჯღრიეთ და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. შეეცადეთ ყოველდღიურად შეანჯღრიოთ ქილები.
2 კვირაში ლიქიორი გაწურეთ ორმაგ მარლაში და არომატული სასმელი მზად არის!