სწრაფი დესერტი – ალუბლის მილები კრემში
სწრაფი დესერტი – ალუბლის მილები კრემში
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ალუბალი, უკურკო - 500 გ
  • შედედებული რძე - 1 ჭიქა
  • არაჟანი - 300 მლ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • შაქარი - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი თხლად და გაჭერით 6-8 თანაბარ ნაწილად. გაანაწილეთ უკურკო ალუბლები ცომის ნაჭრებზე და დაახვიეთ მილისებურად.
მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გააგრილეთ.
ამასობაში კი მოამზადეთ კრემი: მიქსერით ათქვიფეთ შედედებული რძე, კარაქი, არაჟანი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოასხით მიღებული კრემი ალუბლიან მილებს.
შედგით მაცივარში 1-2 საათით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
კრემი დესერტი ხილი ნანახია: 2226