მომზადება: გახეხეთ ყველი, კამა დაჭერით წვრილად. ჯამში აურიეთ ყველი და კანა და გაყავით 2 ულუფად. გაჭერით შუაზე ფენოვანი ცომის ფირფიტა. გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი ოთხკუთხედად. მოათავსეთ გულსართი და დაკეცეთ კონვერტივით. ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღლადი, მოათავსეთ 2 ხაჭაპური, დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. აცხვეთ 5 წუთი, შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ 5 წუთი აცხვეთ მეორე მხრიდან. ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!