მექსიკური ღვეზელი - იმდენად მარტივია მოსამზადებლად, რამდენადაც გემრიელი!
მექსიკური ღვეზელი - იმდენად მარტივია მოსამზადებლად, რამდენადაც გემრიელი!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გულსართი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: როგორც შემწვარი სოკო, ასევე სხვადასხვა ბოსტნეული.

ინგრედიენტები

  • მოხარშული კარტოფილი - 500 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კვერცხი 1
  • გულსართისთვის:
  • ლორი - 100 გ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშული კარტოფილისგან გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ ფქვილი და კვერცხი. გააკეთეთ 2 ცალი ლავაში და მოათავსეთ ერთ-ერთი ზეთწასმულ გახურებულ ტაფაზე.
ლავაშის ზემოდან გაანაწილეთ გულსართი (ერთმანეთში არეული წვრილად დაჭრილი ლორი და გახეხილი ყველი), ზემოდან კი დაადეთ კარტოფილის მეორე ლავაში,
შეწვით ორივე მხრიდან.
მიირთვით ცხელი არაჟანთან და ქორფა მწვანილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
კარტოფილი ღვეზელი ყველი ნანახია: 35957