არასოდეს მოგიმზადებიათ ტოლმა ამ რეცეპტით – კერძი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვი!
არასოდეს მოგიმზადებიათ ტოლმა ამ რეცეპტით – კერძი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვი!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თითქმის ყველა დაისახლისს ერთხელ მაინც მოუმზადებია ტოლმა. თუ ძალიან გიყვართ ეს კერძი, სცადეთ მისი განსხვავებულად მომზადება – ძალიან მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • კომბოსტო - 1 საშუალო თავი
  • სტაფილო - 5 ცალი
  • ნიორი - 1 თავი
  • წყალი - 500 მლ
  • ძმარი 9% - 50 მლ
  • შაქარი - 50 გ
  • მარილი - 15 გ
  • შავი პილპილი, ქონდარი, დაფნის ფოთოლი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
მოამზადეთ კომბოსტო ტოლმისთვის. ფოთლები შეგიძლიათ მოაცალოთ ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით: მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში ან მოთუთქოთ ადუღებულ წყალში... უხეში ადგილები მოაჭერით.
გაფცქვენით და გახეხეთ სტაფილო. ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ სტაფილოს. მოაყარეთ სანალებელები.
წყალში აურიეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და დადგით ცეცხლზე. პარალელულად გააკეთეთ ტოლმა: კომბოსტოს ფოთლებზე მოათავსეთ ცოტაოდენი სტაფილო და გადაახვიეთ. მოათავსეთ ტომები ღრმა ჯამში.
როცა მარინადე ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა გააგრილეთ და ჩაასხით ძმარი.
გაგრილებული მარინადი დაასხით ტოლმას, ზემოდან დაადეთ თეფში და რაიმე მძიმე საგანი (წყლით სავსე ლიტრიანი ქილა ან როდინის ქვაც გამოდგება).
დადგით ქვაბით ტოლმა ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე, შემდეგ კიდევ ერთი დღე მაცივარში, რათა კარგად დამარინადდეს.
შემდეგ მოხსენით სიმძიმე, ამოიღეთ და მიირთვით გემრიელად!
ასე დამარინადებული ტოლმა ძალიან უხდება ხორცეულს, თევზს და კარტოფილის პიურეს. და კიდევ, რაც უფრო დიდხანს იქნება ტოლმა მარინადში, მით გემრიელი იქნება!



ტეგები:
სტაფილო კომბოსტო მარინადი ნანახია: 69348