"მილკა" – ტორტი, რომელიც თქვენი ყველაზე საყვარელი დესერტი გახდება!
"მილკა" – ტორტი, რომელიც თქვენი ყველაზე საყვარელი დესერტი გახდება!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 4 ს/კ (სავსე)
  • კვერცხი 4
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ცხელი წყალი - 4 ს/კ
  • კრემი:
  • რძე - 670 მლ
  • კარაქი - 170 გ
  • შაქარი - 2,5 ს/კ
  • თეთრი შოკოლადი - 70 გ
  • სახამებელი - 70 გ
  • შაქრის პუდრა - 100 გ
  • შოკოლადის მინანქრისთვის:
  • რძიანი შოკოლადი - 140 გ (აჯობებს ნახევარი შავი იყოს, ნახევარი რძიანი)
  • შაქარი - 2,5 ს/კ
  • კარაქი - 100 გ
მომზადების წესები
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კაკაო. ბოლოს დაუმატეთ წყალი და კარგად აურიეთ. ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და ჩაასხით დასაშლშL 20 სმ დიამეტრიც ფორმაბში, რომელშიც წინასწარ პერგამენტს ჩააფენთ.
აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.
მზად ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ დანის მეშვეობით მოაცალეთ კიდეები ფორმას და ამოიღეთ ფორმიდან.
100 მლ რძე დაუმატეთ შაქარი და სახამებელი და კარგად აურიეთ. რძის დარჩენილი ნაწილი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი, დადგით ცეცხლზე, თან ურიეთ. დაუკელით ცეცხლს და ჩაასხით ფქვილიანი რძის მასა, თან შეუჩერებლად ურიეთ, დანამ არ გასქლედება. გააცივეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი და შეათქვიფეთ მოხარშული მასა, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.
შოკოლადის მინანქრისთვის ერთმანეთში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დადგით ჯამით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გააგრილეთ, მაგრამ ძალიან არ გააცივოთ, რათა მასა არ შეიკრას.
ერთი ბისკვიტი მოათავსეთ უკან დასაშლელ ფორმაში და დაასხით კრემის ნახევარი. გააცივეთ მაცივარში, შემდეგ დაასხით შოკოლადის მინანქრის ნახევარი, დააფარეთ მეორე ბისკვიტი, დაასხით დარჩენილი კრემი და დაასხით შოკოლადის დარჩენილი მინანქარი (თუ ძალიან სქელია, გაალღვეთ ცხელი წყლის აბაზანაზე). გააცივეთ ტორტი რამდენიმე საათის განმავლობაში.
დაჭერით ცხელ წყალში დასველებული დანით.

ტეგები:
კრემი შოკოლადი ბისკვიტი ნანახია: 25633