სწრაფი ვაშლის ღვეზელი გერმენულად: დაგიპყრობთ სიმარტივით და საოცარი გემოთი!
სწრაფი ვაშლის ღვეზელი გერმენულად: დაგიპყრობთ სიმარტივით და საოცარი გემოთი!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეფლქუხენი გერმენულიიადნ ითარგმნება, როგორც "ვაშლის ნამცხვარი" და მისი რეცეპტი უმარტივესია, ხოლო გემო შეუდარებელი!

ინგრედიენტები

  • კარაქი - 250 გ
  • ვანილის შაქარი - 20 გ
  • შაქარი - 250 გ
  • ფქვილი - 350 გ
  • გამაფხვიერებელი - 15 გ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • ვაშლი - 1 კგ
  • დარიჩინი - 0,5 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
მოათავსეთ ჯამში კარაქი, მოაყარეთ შაქარი, ვანილის შაქარი და ჩაახალეთ კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მოაყარეთ მარილი. შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი თანდათანობით, მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ კრემის კონსისტენციის მასა.
ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, გამოაცალეთ გულები, დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ დარიჩინი და დაუმატეთ ცომს. კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
გადაიტანეთ ვაშლიანი ცომი ფორმაში.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ნამცხვარი 40-45 წუთით, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.
გამომცხვარ და გაცივებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა. თუ ექსპერიმენტები გიყვართ, ვაშლის მაგივრად სხვა ხილი გამოიყენეთ: ქლიავი, ატამი, გარგარი... განსაკუთრებით გემრიელი გამოდის, თუკი ცომში ცოტაოდენ ნიგოზს დაუმატებთ.

ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი ნანახია: 8588