დღის საუკეთესო დასაწყისი! ხაჭოს ოლადები გარგით ღუმელში!
დღის საუკეთესო დასაწყისი! ხაჭოს ოლადები გარგით ღუმელში!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო, დაბალცხიმიანი - 300 გ
  • 2 ც კვერცხი
  • ფქვილი - 50 გ
  • გარგარი - 50 გ
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
გაქენით ხაჭო ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად აურიეთ. პატარა ულუფებად დაუმატეთ ფქვილი და კვლავ ჩანგლით აურიეთ.
გარგარი გაყავით შუაზე, გამოაცალეთ კურკა, თითოეული ნახევარი გაყავით 2 ნაწილად.
ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წუასვით ზეთი და დასვით ხაჭოს მასის ნახევრით ოლადის ფორმები. თითოეულზე დადეთ გარგრის ნაჭერი, ზემოდან კი დარჩენილი ხაჭოს მასა დაადეთ.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გამომცხვარ ოლადებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ხაჭო საუზმე გარგარი ნანახია: 3225