პურის გული დაალბეთ ნაღებში და გააჩერეთ ნახევარი საათი.ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. გააგრილეთ და შეურით კვერცხი, მარილი, პილპილი, ხორცის ფარში და ნაღებში დამბალი პური.კარგად აურიეთ ფარში და გააკეთეთ გუფთები.შეწვით ტეფტელები ზეთში, გადაიტანეთ ფორმაში, მოაყარეთ სანელებლები: დაჭრილი ბულგარული და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაასხით ცოტაოდენი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. თუშეთ ნახევარი საათი.გემრიელად მიირთვით!