სახელდახელო კარტოფილი – როცა სერიოზული კერძისთვის დრო არ გაქვს
სახელდახელო კარტოფილი – როცა სერიოზული კერძისთვის დრო არ გაქვს
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 3 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • საყვარელი სანელებლები
მომზადების წესები
მომზადება
გაფცქვენით, გარეცხეთ და გახეხეთ მსხვილად კარტოფილი.
დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები.
აურიეთ.
ტეფლონის ზედაპირიან ტაფაზე გადაიტანეთ და მოასწორეთ მთელ ზედაპირზე კარტოფილის მასა.
შეწვით ორივე მხრიდან.
მიირთვით ნებისმიერ კერძთან ერთად.


ტეგები:
კარტოფილი საუზმეული ნანახია: 7539