მომზადება:ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ხელის ზამბარით. დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, სახამაბელი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ, დაუმატეთ ზეთი და რძე და კვლავ ათქვიფეთ.წაუსვით ფორმას ცხიმი, ჩაასხით ცომი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე. თუ სიმძლავრე 1000-ია, 3 წუთი საკმარისია, თუ 800 – 3,5 წთ-ში ტორტი მზად არის.გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით 2 ნაწილად, ათავიფეთ არაჟანი შაქართან ერთად და წაუსვით ტორტს. მორთეთ სურვილისამებრ.გემრიელად მიირთვით!