გემრიელი "ბადრიჯანი, სოკოს გემოთი"! ამაზე მარტივ რეცეპტს ვერ იპოვნით!
გემრიელი "ბადრიჯანი, სოკოს გემოთი"! ამაზე მარტივ რეცეპტს ვერ იპოვნით!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია, ინახება მაცივარში. პიკანტური და წვნიანი ბადრიჯნის სალათა ნებისმიერ გარნირს უხდება!
 

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 5 კგ
  • მწვანილი: კამა, ოხრახუში, ნიახური - 1,5-2 კგ
  • ნიორი - გარჩეული, 1 ჭიქა
  • მწარე წიწაკა - 1-2 ცალი
  • მარილი - 2,5 ს/კ
  • ძმარი - 1 ჭიქა
  • რაფინირებული ზეთი - 2 ჭიქა
მომზადების წესები

მომზადება:
დაჭერით გაფცქვნილი ბადრიჯანი კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, რათა სიმწარე გაუვიდეს. შემდეგ გარეცხეთ და მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და გააცივეთ.
მოამზადეთ მარინადე: კამა, ოხრახუში, ნიახური, ნიორი დამ წარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ მარილი, ძმარი და ზეთი.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მჭიდროდ ჩატენეთ ქილებში და დაახურეთ კაპრონის ხუფები. შეინახეთ სალათა მაცივარში!
 

ტეგები:
ბადრიჯანი სალათა კონსერვი ნანახია: 105245