პომიდორი ფარშით არაბულად: სუფრის ასპროცენტიანი ფავორიტი!
პომიდორი ფარშით არაბულად: სუფრის ასპროცენტიანი ფავორიტი!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდორი - მსხვილი, 2 კგ
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 750 გ
  • ხახვი - გახეხილი, 1 თავი
  • ტომატპასტა - 1 ს/კ
  • მწვანე წიწაკა - 3 ცალი
  • წითელი წიწაკა - 2 ცალი
  • ძირა
  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
ფარში, გახეხილი ხახვი, მარილი, შავი პილპილი და ძირა კარგად აურიეთ ხელით.
პომიდორი ჩაჭერით 3-ად ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას.
ჩანაჭრებში ჩატენეთ ფარში.
ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ ფარშირებული პომიდვრები. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი წიწაკა.
ტომატპასტა გახსენით წყალში და დაასხით ღუმელის ფირფიტაზე.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ მოუმატეთ ტემპერატურას 250 გრადუსამდე და გააჩერეთ ღუმელში პომიდვრები კიდევ 10 წუთი.


ტეგები:
პომიდორი ხორცის ფარში ნანახია: 20126