თასში ჩავასხათ თბილი რძე და საფუარი შევურიოთ. 10-15 წუთის შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, მარილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას. ყველი გავხეხოთ და შევურიოთ კვერცხი. დავყოთ დაახლოებით 300 გრამიან გუნდებად. აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ. ასე ხაჭაპური უფრო ფაფუკი გამოგვივა. როდესაც ცომი კიდევ აფუვდება, დავყოთ 300 გრამიან გუნდებად. თითოეული გავაბრტყელოთ, გულში მოვათავსოთ ყველის გულსართი (თითო ხაჭაპურზე თითო გუნდა ყველი დაგვჭირდება) და შევკრათ. შემდეგ პირით დაბლა გადმოვატრიალოთ და გავაბრტყელოთ. მზა ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და კარგად გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი ვაცხოთ. ხაჭაპური შეგვიძლია გამოვაცხოთ როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზეც. View the English Version: Georgian Khachapuri: How to make Imeruli Khachapuri easily at home