საოცრად გემრიელი და მარტივი ნამცხვარი: ფენოვანი ტარტალეტი ხაჭოთი და კენკრით
საოცრად გემრიელი და მარტივი ნამცხვარი: ფენოვანი ტარტალეტი ხაჭოთი და კენკრით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

მიირთვით თბილ-თბილი დილის ჩაისთან ერთად!
 

ინგრედიენტები

  • ხაჭო, დაბალცხიმიანი - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • სასურველი კენკრა
მომზადების წესები

მომზადება:
დადეთ მზა ფენოვანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ოდნავ გააბრტყელეთ.
ჭიქით ან სხვა ფორმით ამოჭერით მრგვალი ფორმები.
დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე პერგამენტი და მოათავსეთ ცომის ბურთები 2 სმ-ით ერთმანეთისგან დაშორებით.
ხაჭო ათქვიფეთ 3 ს/კ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად.
გააკეთეთ ცომის წრეებზე უფრო პატარა ზომის ჭიქის პირით ჩანაჭდევები და მოათავსეთ ამ ჩანაჭდევზე ათქვეფილი ხაჭო და კენკრა, ისე, რომ არ გადახვიდეთ შიდა წრის ზღვარს.
ათქვიფეთ კვერცხი და 1 ს/კ წყალი და წაუსვით სპეციალური ფუნჯით ცომის კიდეებს. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
 

ტეგები:
კენკრა ფენოვანი ცომი ნანახია: 3927