არომატული და ძალიან გემრიელი ვაშლის ხვეულები ერთი უჩვეულო ინგრედიენტით!
არომატული და ძალიან გემრიელი ვაშლის ხვეულები ერთი უჩვეულო ინგრედიენტით!
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სპრაიტი - 1 ქილა
  • ვაშლი - 2 ცალი
  • მზა ფენოვანი ცომი - 2 შეკვრა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 300 გ
  • ვანილინი
  • დარიჩინი
მომზადების წესები
მომზადება:
გაფცქვნილი და გარჩეული ვაშლი დაჭერით.
გამლღვალი მზა ფენოვანი ცომი გაშალეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დაჭერით დიაგონალზე, დადეთ თითეულ სამკუთხედზე ვაშლის ნაჭერი.
ცომის თითოეული ნაწილი გადაახვიეთ რულეტივით.
კარაქი გაადნეთ შაქართან ერთად და დაუმატეთ ვანილი. მოასხით ცომის რულეტებს.
დაასხით სპრაიტი და მოაყარეთ დარიჩინი.
შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 25-30 წუთი.
გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ვაშლი ცომი ფუნთუშა ნანახია: 12601