შედედებული რძით გაჯერებული ბისკვიტის ტორტი - სუპერრეცეპტი!
შედედებული რძით გაჯერებული ბისკვიტის ტორტი - სუპერრეცეპტი!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ
  • ვანილინი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • კაკაო - მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ ფქვილი, ვანილინი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დააფინეთ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.
აცხვეთ 5-10 წუთი.
მზა ბისკვიტი გააცივეთ გაჭერით თანაბრად, წაუსვით შედედებული რძე და დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი.
მოაყარეთ კაკაო და შედგით მაცივარში ნახევარი საათით!

ტეგები:
ბისკვიტი შედედებული რძე ნანახია: 21258