ბადრიჯნის სალათა, რომელიც საპატიო ადგილს დაიკავებს სადღესასწაულო სუფრაზე!
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2 კგ
  • სტაფილო - 3 ცალი, მოზრდილი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 500 გ
  • ხახვი - 3 თავი
  • ნიორი - 1 თავი
  • ქინძი - 1 კონა
  • მწარე წიწაკა, მწვანე - 1/2-1 ცალი
  • შაქარი - 2 ს/კ
  • ძმარი 9% - 100-150 მლ
  • მარილი - 1,5-2 ს/კ
  • ზეთი - 150 მლ
მომზადების წესები
მომზადება:
გარეცხილი ბადრიჯანი მოწალეთ მარილწყალში. ჩაჩხვლიტეთ ხის ჩხირით, თუ მარტივად ჩაიჩხვლიტა, ბადრიჯანი მზად არის. ამოიღეთ წყლიდან და დაჭერით.
დაჭერით წიწაკა წვრილ ჩხირებად, ხახვი ნახევარწრეებად. სტაფილო გახეხეთ. წვრილად დაჭერით ქინძი და ნიორი.
ყველაფერი ერთად აურიეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი და ძმარი. ჩატენეთ ქვაბში ან ქილაში და შედგით მაცივარში 2 საათით.
თუ ზამთრისთვის გინდათ შეინახოთ: გაანაწილეთ ნახევარლიტრიან ქილებში და გაასტერილეთ 20 წუთით. შემდეგ კი მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ბადრიჯანი სალათა კონსერვი ნანახია: 140787