სოკო ყველითა და სულგუნით
სოკო ყველითა და სულგუნით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს რეცეპტი ყველაზე მეტად სოკოს მოყვარულებს გაახარებთ. გემრიელი საუზმის მოსამზადებლად სულ ცოტა ხანი დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 12 ცალი
  • ლორი - 12 ნაჭერი
  • სულგუნი - 12 ნაჭერი
  • მარილი
  • კარაქი
მომზადების წესები
სოკოს მოვაცალოთ ფეხები და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ლორის ფენებზე დავფინოთ სულგუნის ფენები და რულეტივით გადავახვიოთ.

თითოეული რულეტი მოვათავსოთ სოკოში და დავაწყოთ კეცზე. კეცს წინასწარ ცოტა კარაქი წავუსვათ. სოკო შევწვათ გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება.

ტეგები:
ლორი სოკო ყველი სულგუნი ნანახია: 19858