თევზი პიკანტურ ტომატის სოუსში – საუკეთესო რეცეპტი თევზეულის მოყვარულთათვის!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი თევზის ფილე - 900 გ
  • ლიმონის წვენი - 100 მლ
  • მწიკვი შაქარი
  • მწიკვი დარიჩინი
  • პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ტომატპასტა - 1 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • თეთრი მშრალი ღვინო - 60 მლ
მომზადების წესები
მომზადება:
თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით ღუმელის ფირფიტას ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მასზე ფილე. მოასხით ლიმონის წვენი.
შედგით ფირფიტა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-60 წუთი.
ამასობაში ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი და ხრაკეთ კიდევ 1 წუთი. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, შაქარი, პაპრიკა, დარიჩინი, ღვინო და დაჭრილი ოხრახუშის ნახევარი. გახსნით ტომატპასტა 1/4 ჭიქა წყალში და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ხრაკეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე.
მზა სოუსი მოასხით შემწვარ თევზის ფილეს და მოაყარეთ ოხრახუში.

ტეგები:
თევზი სოუსი ტომატი ნანახია: 4605