დახვეწილი დესერტი თეთრი ღვინისა და ბანანისგან - ჟელე ღვინის ნაზი არომატით
დახვეწილი დესერტი თეთრი ღვინისა და ბანანისგან - ჟელე ღვინის ნაზი არომატით
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ დესერტს თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი თქვენს სუფრაზე! უბრალოდ ვალდებული ხართ, მოსინჯოთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • თეთრი ღვინო - 2 ჭიქა
  • ჟელატინი - 1 ს/კ
  • ბანანი - 2 ცალი
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1-2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ქვაბში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ღვინო, დაუმატეთ შაქარი და ჟელატინი. გააჩერეთ.
შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ღვინო, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და ისე მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ შელატინი და შაქარი მთლიანად არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
დაჭერით ბანანი წრეებად და მოათავსეთ კექსის სილიკონის ფორმებში. ღვინიან ქვაბში დაუ მატეთ ლიმონის წვენი, აურიეთ და დაასხით ფორმებში მოთავსებულ ბანანს.
მოათავსეთ ფორმები მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანამდე ჩადეთ ფორმები ძირით ცხელ წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე, რათა ჟელე გადმოვარდეს ფორმიდან!
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
დესერტი ჟელე ნანახია: 3694