ვაფლის მილები ვანილის კრემით
ვაფლის მილები ვანილის კრემით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაფლისთვის:
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • მწიკვი ვანილი
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ
  • კრემისთვის:
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შედედებული რძე - 150 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
დაუმატეთ ლიმოის წვენი და ფქვილი გამაფხვიერებლით. ათქვიფეთ.
ბოლოს დაუმატეთ ზეთი და აურიეთ.
გამოაცხვეთ სპეციალურ ფორმაში ვაფლები. გადაახვიეთ გამომცხვარი ცხელ-ცხელი ვაფლი მილებად.
მოამზადეთ კრემი:
ათქვიფეთ ერთად კრემისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გაცივებული ვაფლის მილები ამოავსეთ კრემით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კრემი დესერტი ვაფლი ნანახია: 60162