4-5 ცალი გარგარი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, შუაზე გავჭრათ და კურკა ამოვაცალოთ. დროებით გადავდოთ. აირღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. მარგარინი გავადნოთ, დავუმატოთ შაქარი და გათეთრებამდე ვთქვიფოთ. შემდეგ სათათაოდ დავუმატოთ კვერცხები. შემდეგ დავუმატოთ ვანილი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ავურიოთ, რომ კოშტები არ ჰქონდეს. საცხობი ფორმა გავპოხოთ მარგარინით, მოვაყაროთ ფქვილი. ცომი ჩავასხათ ფორმაში და ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ გარგარის ნახევრები ისე, რომ ამობურცული მხარე ზემოდან მოექცეს. საცხობი ფორმა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა თაროზე და 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და მზა ნამცხვარი გაზქურაშივე დავტოვოთ გაგრილებამდე. ამ ნამცხვარს შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ლიმონის ცედრა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო არომატს მისცემს მას.