პიკანტური გემოს მოყვარულთათვის: მექსიკური ენჩილადა ქათმით
პიკანტური გემოს მოყვარულთათვის: მექსიკური ენჩილადა ქათმით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფარში - 800 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • წიწაკა ჩილი - 2 ცალი
  • პომიდორი - 400 გ
  • ზეითუნის ზეთი - 80 მლ
  • ნიორი - 4 კბილი
  • მარილი - 1,5 ჩ/კ
  • შაქარი - 10 გ
  • პილპილი - 0,5 ჩ/კ
  • პაპრიკა - 0,5 ჩ/კ
  • ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 300 გ
  • ქინძი - 100 გ
  • ლაზანიას ფირფიტები - 5 ცალი
მომზადების წესები
მომზადება:
სოუსისთვის წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, წიწაკა ჩილი და მოხრაკეთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი პომიდორი თავისივე წვენით. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ 5-7 წუთი.
მეორე ტაფაში მოხრაკეთ ქათმის ფარში ზეითუნის ზეთში იქამდე, სანამ მთელი წვენი არ ამოშრება. დაუმატეთ პაპრიკა, მარილი და ორეგანო. ხრაკეთ კიდევ 5 წუთი.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე დაასხით სოუსის ნახევარი.
შემდეგ აიღეთ სათითაოდ ლაზანიას ფირფიტა და დადეთ მასზე 3 ს/კ ქათმის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი.
გადაახვიეთ მილისებურად და ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში ნაკეცით ქვემოთ. ასე გაიმორეთ სხვა ფირფიტაზეც, სანამ ფორმა მთლიანად არ გაივსება.
დაასხით ზემოდან დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
გემრიალად მიირთვით!

ტეგები:
სოუსი ქათმის ხორცი ნანახია: 10473