მომზადება:პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაუმატეთ შაქარი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააცივეთ.მოჰიტოს ბოკალში ჩაყარეთ ჟოლო და პიტნის ფოთლები, დაუმატეთ 50 მლ შაქრის სიროფი და გაქენით ჟოლო და პიტნა კოვზით. დაუმატეთ ბოკალში ყინულის კუბები, ლაიმის წვენი, რამდენიმე მთელი ჟოლო და ჩაასხით გაზიანი წყალი.მორთეთ კოქტეილი ლაიმის ნაჭრებითა და ჟოლოთი.გემრიელად მიირთვით!