ორცხობილა ტაფაზე - გემრიელი ტკბილეული რამდენიმე წუთში!
ორცხობილა ტაფაზე - გემრიელი ტკბილეული რამდენიმე წუთში!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 120 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 1 ს/კ
  • დარიჩინი - 2/3 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი - შესაწვავად
  • ქიშმიში - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
ჯამში ჩაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი, კარაქი და ხელით კარგად ასრისეთ. ცომს დაუმატეთ კვერცხი, რძე და მოზილეთ. ბოლოს ჩაუმატეთ ქიშმიში, აურიეთ და გადაახვიეთ ცელოფანში. მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
შემდეგ გამოიღეთ, მიეცით ცომს ძეხვის ფორმა და დაჭერით წრეებად.
შეწვით ცოტაოდენ ზეთში, საშუალო ცეცხლზე, სანამ ორივე მხრიდან არ დაიბრაწება. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


ტეგები:
ტკბილეული ორცხობილა ნანახია: 95493