უნივერსალური მარინადი ნებისმიერი ბოსტნეულის მწნილისთვის!
უნივერსალური მარინადი ნებისმიერი ბოსტნეულის მწნილისთვის!
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • წყალი - 1 ლ
  • ძმარი 9% - 70 მლ
მომზადების წესები

მომზადება:
გარეცხილი და გარჩეული ბოსტნეული გაანაწილეთ ქილებში და დაასხით ადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოღვარეთ ქილებიდან წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კვალვ დაასხით ბოსტნეულს, დააფარეთ გასტერილებული თავსახურები.
15 წუთი წყალი კვლავ გადაღვარეთ და დაუმატეთ მარილი და შაქარი. მიიყვანეთ მარინადი ადუღებამდე, დაუმატეთ 9 %-იანი ძმარი და დაასხით ბოსტნეულს, მოხუფეთ ქილები სტერილური ხუფებით.
ქილები გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ ადიელაში და გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
 

ტეგები:
კონსერვი მარინადი ნანახია: 34151