ქაფქეიქები ხაჭოს კრემით
ქაფქეიქები ხაჭოს კრემით
დრო 40წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომისთვის
  • დარბილებული კარაქი - 150 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 3
  • ფქვილი - 150 გ
  • ლიმონის ცედრა - 1
  • კაკაო - 1 ჩ.კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • კრემისთვის:
  • ხაჭო - 300 გ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • წითელი კენკრის სიროფი, - 2 ს.კ
  • ნაღების კრემის ფხვნილი - 4 ს.კ
  • რძე - 1 ს.კ
მომზადების წესები
შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა, ფქვილში არეული კაკაო და საცხობი ფხვნილი.

მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ტარტალეტის ფორმებში. ნამცხვარი შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.
კრემის ინგრედიენტები ერთად მოვათავსოთ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ქაფქეიქები გაცივდება, მოვრთოთ კრემითა და კენკრით. მივირთვათ მომზადებისთანავე.