ნაყინის ტორტი
ნაყინის ტორტი
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ზაფხულის  ყველაზე  გემრიელი  დესერტი.

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - 50 გ
  • შაქრიანი არაქისი ან თხილი, დაფქული ან დაჭრილი - 1/2 ჭ
  • სნიკერსი - 1 ცალი
  • კაკაოს ფხვიერი ნამცხვარი - 80 გ
  • ვანილის ნაყინი - 500 გ
  • კარამელის სოუსი მოსასხმელად
  • შოკოლადის ბურბუშელა დეკორისთვის
  • ჭურჭელი 15 სმ დიამეტრის
მომზადების წესები
ნაყინი დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე, ცოტა რომ დარბილდეს.
ამასობაში, დავფშვნათ ორცხობილა, აუცილებელი არ არის ძალიან წვრილად და თანაბრად იყოს, უბრალოდ დავაქუცმაცოთ. ასევე დავჭრათ შოკოლადი და სნიკერსის ბატონი. შეგვიძლია, ორცხობილა, სნიკერსი და შოკოლადი ერთად მოვათავსოთ ცელოფნის პაკეტში და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით დავჩეჩქვოთ.
თასში გადავიღოთ ნაყინი, ჩავამატოთ დაქუცმაცებული ინგრედიენტები და დაფქული თხილი/არაქისი (ცოტა მოვიტოვოთ დეკორისთვის). მიქსერით ავურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველაფერი ერთმანეთში.
ფორმაში ჩავფინოთ საკვების ცელოფანი, გადავიტანოთ ნაყინი შიგ და შევდგათ საყინულეში. 
სუფრაზე მიტანისას, რამდენიმე წუთით ადრე გამოვიღოთ. შემდეგ გადმოვაბრუნოთ შესაბამისი ზომის თეფშზე და ცელოფანიც მოვაშოროთ. მოვასხათ კარამელის სოუსი, მოვაყაროთ შოკოლადი და შაქრიანი თხილი. დავჭრათ ულუფებად და მივართვათ სტუმრებსა და საყვარელ ადამიანებს.

ტეგები:
ტორტი შოკოლადი კარამელი ნაყინი ნანახია: 63249