შემწვარი გუფთები - ნოყიერი და გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის!
შემწვარი გუფთები - ნოყიერი და გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის!
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის რბილი ხორცი - 300 გ
  • ღორის ხორცი, რბილი - 200 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ხმელი ქონდარი - 1/2 ჩ/კ
  • ტომატი ან ახალი პომიდორი (გახეხილი) - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი
  • კარტოფილის პიურე - გარნირად
მომზადების წესები
მომზადება:
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილად დავჭრათ ხახვი, გავხეხოთ ნიორი და
დავუმატოთ გატარებულ ხორცს. შევანელოთ ტომატით, ქონდრით, მარილით, პილპილით და ხელით კარგად ვზილოთ დაახლოებით 10 წთ.
ღუმლის ტაფაში ჩავაფინოთ ფოლგა, დავაწყოთ ხორცის პატარა ბურთები, მოვასხათ ზეთი
და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წთ.
მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.
ჟურნალი "გემრიელი" (ივლისის ნომერი)
ტეგები:
საქონლის ხორცი სადილი ნანახია: 13500