ქათმის შნიცელი არომატულ საფანელში
ქათმის შნიცელი არომატულ საფანელში
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ნიორი - 4 კბილი
  • სუნელების ნარევი - ქინძის თესლი, უცხო სუნელი, სვანური მარილი, ხარჩოს სუნელი
  • კვერცხი 2 ცალი
  • საფანელი - 4 ს/კ
  • ფქვილი - 5 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • გარნირი - შემწვარი კარტოფილი
მომზადების წესები
მომზადება:
ქათმის ფილე დავჭრათ ჰორიზონტალურ ნაჭრებად, მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ
მარილი და პილპილი. ნიორი გავხეხოთ და შევურიოთ სუნელებს. შემდეგ შევაზილოთ ქათმის ფილეს და გავაჩეროთ 30 წთ. ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი ან შეგვიძლია გამოვიყენოთ ზეთი, ფილეს ნაჭრები ჯერ ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში და მაღალ ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან.
ტეგები:
ქათმის ხორცი საფანელი ნანახია: 5101