ბისკვიტის ფუმფულა რულეტის საუკეთესო რეცეპტი
ბისკვიტის ფუმფულა რულეტის საუკეთესო რეცეპტი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1/4 ჭიქა
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 100 გ
  • სახამებელი - 40 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • კვერცხი - 3 ცალი
მომზადების წესები
მომზადება:
ბისკვიტისთვის გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
ქვაბში შეათბეთ რძე და კარაქი, მიიყვანეთ ადუღებამდე.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე და მასაში მომატებამდე.
ფქვილში აურიეთ სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაუმატეთ კვერცხის მასას ფქვილი, ურიეთ ხის ნიჩბით.
გადაიტანეთ რამდენიმე კოვზი ცომი თბილ კარაქიან რძეში და კარგად აურიეთ. შემდეგ კი ჩაასხით ის ძირითად მასაში. კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ ცომი ფირფიტაზე და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთი. არ გამოაშროთ ძალიან!
მზა ბისკვიტი შეგიძლიათ მაშინვე გადაახვიოთ რულეტად, ან აცადოთ გაცივება!
გულსართისთვის გამოიყენეთ, რაც მოგესურვებათ. ჯემი, ათქვეფილი ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად, ან მოხარშული კრემი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ბისკვიტი რულეტი ნანახია: 38499