შეკერბურა - აზერბაიჯანული ნაციონალური ნამცხვარი ნუშით!
შეკერბურა - აზერბაიჯანული ნაციონალური ნამცხვარი ნუშით!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • რძე - 1/2 ჭიქა
  • კვერცხის გული - 2-3 ცალი
  • ფქვილი - 600 გ
  • კარაქი - 150-180 გ
  • არაჟანი - 100-150 გ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • გულსართისთვის:
  • ნუში - 300 გ
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
  • კარდამონი - 10 ცალი
  • მიხაკი - 5 ცალი
მომზადების წესები
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან და არაჟანთან ერთად.
კარაქი ასრისეთ ცოტაოდენ ფქვილთნ ერთად, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე.
შეაერთეთ ორივე მასა და დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ხელით. მიიღებთ მკვრივ ცომს.
დაყავით ცომი დაახლოებით 25 ცალ გუნდად და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. შეგიძლიათ მეორე დღესაც გამოაცხოთ. ამ ცომს მაცივარი ძალიან უხდება.
მოამზადეთ გულსართი:
თუ ნუშს იყენებთ, წინასწარ დაასხით ადუღებული წყალი, რათა კანი ადვილად მოაცილოთ. შემდეგ შეაშრეთ ტაფაზე ან ღუმელში და დაფქვით.
აიღეთ 10 ცალი კარდამონი და 5 ცალი მიხაკი, დაფქვით და დაუმატეთ ნუშს. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ხელით კარგად ასრისეთ.
გამოიღეთ ცომი ნაწილ-ნაწილ მაცივრიდან. გააბრტყელეთ თითეული ნაჭერით 10-12 სმ დიამეტრის და 2 მმ სისქის წრედ. აიღეთ ხელში და ჩადეთ ბლომად გულსართი, შეუკარით კიდეები, როგორც ვარენიკს.
აცხვეთ ჯერ 180 გრადუსზე, რათა გამოშრეც ნამცხვარი, შემდეგ კი დაახლოებით 20 წუთი 160 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ნუში გულსართი ნანახია: 8120