გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი ხვეულები რამდენიმე წუთში
გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი ხვეულები რამდენიმე წუთში
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ნაზი, ჰაეროვანი ხვეულები ნაღების არომატით გულგრილად ვერავის დატოვებს. მისი განსაკუთრებული მომხიბვლელობა იმაშია, რომ ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. თუმცა, მას ერთი ნაკლი აქვს: ძალიან სწრაფად იჭმება!

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 250 გ
  • სოდა 0,5 ჩკ
  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
  • გულსართისთვის:
  • მიხაკი
  • დაფქული ნიგოზი
  • შაქარი
მომზადების წესები
მომზადება:
თავდაპირველად ჯამში ჩაყარეთ 2 ს/კ ფქვილი, დაუმატეთ ცივი კარაქი და დანით აკეპეთ. შემდეგ ხელით ასრისეთ.
დაუმატეთ მიღებულ ფხვიერ მასას სოდა და არაჟანი, აურიეთ და დაუმატეთ კიდევ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ პილმენისთვის საჭირო ცომის კონსისტენცია. დააგუნდავეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში მოამზადეთ მიხაკის გულსართი. ამისათვის დაფქვით მიხაკი, დაასხით ცოტაოდენი ცხელი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
იმისათვის, რომ ნიგვზის გულსართი მიიღოთ, გაატარეთ ან დაფქვით ბლენდერში ნიგოზი, შეურიეთ შაქარს.
გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე თხლად (დაახლოებით 1 მმ სისქეზე). დაჭერით ფირფიტა სამკუთხედებად.
მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ.
აცხვეთ ხვეულები 180 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. დიდხანს არ გააჩეროთ ღუმელში, რათა არ გამოშრეს!
გამომცხვარ ხვეულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გუსართათ ხვეულების ამ ცომს ძალიან უხდება კენკრის ჯემი, დაჭრილი ჩირები, ხაჭოსა და დარიჩინის მასა და სხვა...


ტეგები:
ნამცხვარი ცომი გულსართი ნანახია: 15129