მოცხარი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და საწურზე გავაშროთ. შემდეგ გადავიტანოთ სამურაბე თასში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, დავაყაროთ შაქარი და მოვურიოთ. ვხარშოთ დაბალ ცეცლხზე. პერიოდულად ამოვურიოთ და მოვხადოთ ქაფი. მურაბამ 20 წუთი უნდა იდუღოს. შემდეგ ჩავასხათ მდუღარეგამოვლებულ ქილებში და გავუკეთოთ სახურავები.