"უჩინარი" ვაშლის ღვეზელი! ბებიის რეცეპტების რვეულიდან
"უჩინარი" ვაშლის ღვეზელი! ბებიის რეცეპტების რვეულიდან
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 90 მლ
  • ფქვილი - 60 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • კონიაკი - 1 ს/კ
  • ვაშლი - 4 ცალი
  • დაჭრილი ნიგოზი - 3 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ათქვიფეთ გათეთრებამდე შაქარი და 2 კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი და 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი. ასევე დაუმატეთ ზეთ, რძე და კონიაკი.
დაჭერით ვაშლი თხელი ნაჭრებად და ჩაყარეთ ცომში.
წაუსვით ფორმას კარაქი, ჩაასხით ცომი და აცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
ბოლო შტრიხი: მოსასხმელია!
ათქვიფეთ 1 კვერცხი, 80 გ შაქარი და 2 ს/კ გამდნარი კარაქი. მზა ცხელ ღვეზელს მოასხით და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ კიდევ 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ღვეზელი ვაშლი ნანახია: 3775